ველური რესურსების დაცვა, აღდგენა და გაზრდა

ბუნების დაცვა

როგორ იცვლება ბუნების სიმდიდრე და როგორ ვიყენებთ ჩვენ მას © Chris Heward/GWCT
როგორ იცვლება ბუნების სიმდიდრე და როგორ ვიყენებთ ჩვენ მას © Chris Heward/GWCT

ბუნებრივი ტერიტორიებისა და პროცესების დაცვა და მართვა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დიდია ბუნებაზე ზეწოლა. თავშესაფრის ადგილები აუცილებელია იმ სახეობებისთვის, რომლებიც ადვილად ქრებიან ეკოსისტემებიდან, ასე რომ, ეს ტერიტორიები წარმოადგენენ მარაგს აღდგენისათვის.ზოგიერთი ტროპიკული ქვეყნის ხელუხლებელ ადგილებში სახეობების სიმდიდრე და მრავალფეროვნება ისეთი მაღალია, რომ მათი შენარჩუნება აღდგენის გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამ ტერიტორიებისა, ორგანიზმებისა და მათი ეკოსისტემების დასაცავად იდეალურია კონსერვაციის უწყვეტი ფორმა, სადაც დაცვის ზონები შემოსაზღვრულია და უკავშირდება ბუნებრივი ჰაბიტატის ზონებსა და დერეფნებს, ადამიანის მხრიდან მინიმალური ჩარევის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ ქმნის ერთგვარ მოზაიკურ სურათს. თუ ნაკრძალები ინტენსიური გამოყენების ზღვის კუნძულები გახდებიან, ისინი მოექცევიან დაბინძურების გავრცელებისა და წყლის დაკარგვის რისკის ქვეშ და ვეღარ შეძლებენ იშვიათ სახეობათა პოპულაციების შენარჩუნებას. ზონირება აგრეთვე საშუალებას აძლევს მოსახლეობას ფართოდ ჩაერთოს ადგილობრივ კონსერვაციაში, იმის მაგივრად, რომ გარკვეული საფასური იხადონ მოგზაურობებსა და ბუნებით მდიდარ ადგილებში შესვლისთვის. ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეში უფრო მეტი მიწისა და ველური ბუნების პოპულაციების მართვა ხდება ნაციონალური პარკების გარეთ, ვიდრე მათ ფარგლებს შიგნით ნადირობისა და მათზე დაკვირვების გზით. ასეთი ზონირება განსაკუთრებით შესაფერისია იმ სახეობებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ გარკვეული კომპენსაცია მათ მიერ მიყენებული ზარალის შემთხვევაში - იქნება ეს ნადირობა თუ რაიმე სხვა სარგებელი.რასაც გადაიხდი ის დაგრჩება.

ბუნების აღდგენა და გამდიდრება

მანგროს ტყეების აღდგენა. ფოტო © Marco Quesada
მანგროს ტყეების აღდგენა. ფოტო © Marco Quesada

მიუხედავად იმისა,რომ მიწის დაახლოებით 15%-ის დაცვა არის გარკვეულწილად მიღწეული მსოფლიო მაშტაბით, ადმიანის მიერ გამოყენებული ეკოსისტემები აგრძელებენ დეგრადირებას და ბევრი სახეობა იკარგება ლოკალურ დონეზე იმის გამო, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ადამიანის მოთხოვნები საჭმელსა და სხვადასხვა მასალებზე. ადამიანის ინფრასტრუქტურიდან გამოწვეული პრობლემები, როგორიცაა გზები, კაშხლები, ელექტრო სადენები, ქარის ტურბინები, შესაძლებელია ხშირ შემთხვევებში შემცირდეს, თუ არსებობს შესაბამისი ცოდნა. თუ ჰაბიტატის დაკარგვა არის პრობლემა, მცირე ცვლილებებმა მიწის მენეჯმენტში, რომლითაც ზოგჯერ რეალურად სარგებლობს მიწათმოქმედება, მეტყევეობა და მებაღეობა, შესაძლებელია იქონიოს განსაკუთრებული ეფექტი ბუნებრივ სიმდიდრეებზე. ამის კარგი მაგალითებია ჩიტის სახლები, სპეციალური ქილები ხოჭოებისთვის, ბუფერული ზოლები და მიწათმოქმედების დივერსიფიკაცია. რაც შეეხება მიწის მართვას (ქალაქების ჩათვლით) და ინფრა სტრუქტურას, აქ გაცილებით მეტი გულისხმევაა საჭირო ამ „შერიგების ეკოლოგიისა“ და მისი უწყვეტი ინტეგრაციის საკითხებში.

თუ ველური საკვების მოსავალი, განსაკუთრებით ხორცი მზარდი ქალაქების ბაზრებისთვის აღებულია წარსულში მდგრადი დონეებიდან, აუცილებელია დამცავი ზომების შეთანხმება თემებთან, რომლებიც ეყრდნობიან თანამედროვე მეცნიერებასა და ტრადიციულ ცოდნას. საზოგადოებრივი კონსერვაციის ფართო გავრცელება შეჩერებული იქნა იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც არ უნდოდათ ეკოსისტემის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობის გადაცემა ყველაზე დაბალი შესაბამისი დონისთვის („ეკოსისტემის მიდგომა“) იმ მოსაზრებით, რომ განვითარებისთვის უკეთესია წინააღმდეგობა, ვიდრე მენეჯმენტისა და აღდგენის გამოყენება, ადამიანზე ზემოქმედების კომპენსაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „აღდგენა“ ფართოდ არის ნახსენები ოფიციალურ სტრატეგიაში, მისი განხორციელება ძალიან სუსტია. მთავრობებმა და სხვა ორგანოებმა უფრო ღრმა თანამშრომლობა უნდა აწარმოონ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ყველა იმ თემთან, რომელიც დაინტერესებულია მიწისა და გარეულ სახეობათა საკითხებით. დაინტერესებულმა თემებმა შესაძლოა განსაკუთრებული როლიც კი შეასრულონ, როგორიცაა მაგალითად, ჩიტებზე დამკვირვებლების მხრიდან უსაფრთხო ადგილების შერჩევა ქარის ელექტროსადგურებისთვის ან უსაფრთხო ელექტროგადამცემი ხაზების დარეგულირება.

ურბანული ეკოსისტემები

მცენარეთა მრავალფეროვნება ხელს უწყობს ცხოველთა მრავალფეროვნებას © Jamesteohart/Shutterstock
მცენარეთა მრავალფეროვნება ხელს უწყობს ცხოველთა მრავალფეროვნებას © Jamesteohart/Shutterstock

ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნება-აღდგენა უნდა მოიცავდეს არა მარტო სოფლის, არამედ ქალაქის ტერიტორიებსაც, რადგან ყველა დამოკიდებულია ბუნებაზე საკვებისთვის, სუფტა წყლისა და ჰაერისთვის, სტაბილური კლიმატისთვის. ბაღები, პარკები, „მწვანე ფილტვები“ და „ზურმუხტის ყელსაბამები“, რომლებიც ბლოკავენ ურბანულ გაფართოებას, მოაქვთ გარკვეული სარგებელი, რადგანაც ადამიანისა და სიცოცხლის სხვა ფორმების მომსახურების მართვა ყველგან არის საჭირო. უფრო მეტიც, ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები ხშირად ბრუნდებიან სოფლებში და მათ უნდა გაუგონ ბუნებას, რათა სასარგებლო წვლილი შეიტანონ სოფლის თემებში.