პრობლემის გადაწყვეტა

რბილი პოლიტიკა უკეთესია, ვიდრე უკიდურესობა, ისევე როგორც ველური რესურსები სარგებლობს ჰაბიტატების საზღვრების ეტაპობრივი ცვლილებებით © Lauri Kovanen
რბილი პოლიტიკა უკეთესია, ვიდრე უკიდურესობა, ისევე როგორც ველური რესურსები სარგებლობს ჰაბიტატების საზღვრების ეტაპობრივი ცვლილებებით © Lauri Kovanen

გამოცდილებამ შესაძლოა ხალხს ასწავლოს, რომ დემოკრატია არის ავტოკრატიასთან შედარებით მმართველობის უკეთესი ფორმა და რომ შემდეგ უნდა მოხდეს იმ პოლიტიკოსების არიდება, რომლებიც მუდმივად ერთვებიან კონფლიქტურ სიტუაციებში ან არიან ეკონომიკური თვალსაზრისით ეგოისტები ან არა კომპეტენტურები; ამდენად, ხალხმა უნდა ისწავლოს თუ რა საუკეთესო მეთოდები გამოიყენოს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ბუნების სიმდიდრე. როგორც ყველა ადამიანის მიერ განხორციელებულ პროცესში, ბალანსი და ტოლერანტულობა ერთად გაცილებით კარგად მუშაობს, ვიდრე ექსტრემიზმი. დედამიწის იმ ძირითად ნაწილში, რაც იმართება ადამიანის მიერ გარკვეულწილად, ბუნების სიმდიდრეების გადარჩენა როგორც ჩანს უფრო კარგად ხორციელდება, თუკი მათგან მიღებული სარგებელი არის ფართოდ მიღებული, და არ შემოიფარგლება მხოლოდ მცენარეების საკვებად გამოყენებით და ბუნების შესახებ ფილმების ყურებით, არამედ ასევე სხვა ცხოველების გარემოცვაში ყოფნის სიამოვნებით. ასევე როგორც ჩანს ხახლმა უნდა გაითავისოს ის კომპლექსურობა, რომ როგორც სოციალურად, ასევე ეკოლოგიურად, უნდა დარეგულირდეს და მართვადი იყოს ბუნების სიმდიდრეები, მარცვლეული კულტურების მოყვანასთან ერთად. ამ ორმაგი მენეჯმენტის მნიშვნელობის გააზრება გულისხმობს ყველა საზოგადოებაში ხსენებულის გავრცელებას.

არასასურველი სახეობები

ევროპელ მონადირეებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მთავრობას
ევროპელ მონადირეებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მთავრობას

სახეობების ინტროდუქცია ხშირად მიზანმიმართულად ან შეცდომით ხდება იმ ადგილებში, სადაც ისინი ბუნებრივად ვერ კოლონიზდებიან. რთულია ამ უცხო სახეობების მართვა, თუკი ისინი გავრცელდებიან სწრაფად და შეუმჩნევლად (მაგალითად, წყალში წარმომშობი სახეობები მათ შორის მცენარეები). თუკი ისინი აზიანებენ ეკოსისტემებს, საჭიროა მათი მოშორება. ამ დარგში დიდი გამოცდილება აქვს ოკეანისპირეთს. ადგილობრივ ხალხს, მათგან გამორჩეულად კი მონადირეებსა და მეთევზეებს, შეუძლიათ შეიტანონ წვლილი დაკვირვების დროის ნაწილსა და ორგანიზებაში მიწასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მთელი რიგი კამპანიების შეწყვეტას. იმისთვის რომ ასეთი კამპანია იყოს სოციალურად მდგრადი ნიშნავს იმას, რომ ხალხი დაუყონებლივ ხედავს სარგებელს და იციან რომ უცხო სახეობები ამოღებულია ჰუმანური გზით

მტაცებლებისა და მავნებლების მართვა

ზოგჯერ თაგვების გამორიცხვა სურსათის მაღაზიებში რთულია © Torook/Shutterstock
ზოგჯერ თაგვების გამორიცხვა სურსათის მაღაზიებში რთულია © Torook/Shutterstock

იგივე სოციალური შეზღუდვები ეხება მტაცებლებისა და მავნებლების მართვას. მენეჯმენტი ზოგჯერ საჭიროა ეკოსისტემებში ადამიანთა სიცოცხლის, ქონებისა და საარსებო წყაროების შესანარჩუნებლად, სადაც ადამიანები კონკურენციას უწევენ სხვა სახეობებს მარცვლეული კულტურების საკვებად მიღებასა და ველური ბუნების მუდმივად გამოყენებაში. მთელი რიგი საზოგადოებებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებს ტრადიციული მეთოდების გამოყენებას ბუნების სიმდიდრეების მართვისათვის, რასაც ახორციელებს პრობლემური ჯიშების ტოლერანტობითა და კულტურული ჩართულობის გზით, რაც თავის მხრივ იძლევა საშუალებას მათი ხანგრძლივად არსებობისა. ნებისმეირ სხვა ადგილას, მოდიფიცირებას შეუძლია გადაატრიალოს ეკოსისტემები, უმეტესწილად, ძირითადი მტაცებლების სასარგებლოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაშენების რისკი, ისეთი იშვიათი სახეობებისა, როგორებიც არიან, მაგალითად, მიწის მობუდარი ფრინველები. და ეს საფრთხე იარსებებს თუ არ მოხდება მტაცებლობის მართვა. იქაც კი,სადაც გარკვეული სახეობების მიუღებლობაა, სასურველია არჩეულ იქნას ჰუმანურ-ეკონომიკური მენეჯმენტი, რომელიც შეინარჩუნებს და განსაზღვრავს მტაცებლებსა და მავნებლებს. მტაცებლებისა და მავნებლების პოპულაციის შემცირების ალტერნატივა ხშირად იწვევს წინააღმდეგობას მათგან, ვინც პრიორიტეტს ანიჭებს ცალკეული ცხოველების დაცვას. ასეთ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მენეჯმენტი ემყარებოდეს ძლიერ მეცნიერებას და გარკვეული დაცულობა იყოს შენარჩუნებული, მაგალითად ზონირების გზით, ამ სახეობების პოპულაციების შენარჩუნების მიზნით, იმ ადგილებში, სადაც ისინი არ წარმოადგენენ პრობლემებს. სახეობების (პათოგენების გარდა) სრული მოშორება ზოგადად მიუღებელია თანამედროვე საზოგადოებებში. ამასთან, ბუნებრივი რეკოლონიზაცია ან განზრახ რეინტროდუქცია ჩვეულებრივ იწვევს პოპულაციების ხელახლა მართვის საჭიროებას.

ბუნების საკეთილდღეოთ მიღებული გადაწყვეტილებები

ტყეების ბიომრავალფეროვნების კავშირის გაუმჯობესება და წყალდიდობებისგან დაცვა მზარდი დასახლებებისთვის © IUCN
ტყეების ბიომრავალფეროვნების კავშირის გაუმჯობესება და წყალდიდობებისგან დაცვა მზარდი დასახლებებისთვის © IUCN

ბუნების ინტერესების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეფუძნება ისეთ მიდგომას, რომელიც ემსახურება ბუნებრივი და მოდიფიცირებული ეკოსისტემების შენარჩუნებას, ისეთგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის და ბიომრავალფეროვნების სარგებელი. მაგალითად, ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოსისტემის აღდგენის ხარჯი შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის წყლის გაწმენდა, განსაკუთრებით კი როდესაც გათვალისწინებულია აღდგენილი ეკოსისტემის რეკრეაციული ღირებულებით მიღებული სარგებელი. გადაწყვეტილებები შესაძლოა განსხვავდებოდეს და ზოგი გადაწყვეტილება იყოს მაშტაბური და ხანგრძლივი, როგორიც არის სატყეო ზონის აღდგენა ნახშირბადის შენახვისა და წყალდიდობის შემცირებისათვის, ან საკმაოდ წერტილოვანი და ხანმოკლე, როგორიც არის მაგალითად მარცვლეული კულტურების ნათესების მიმდებარედ, ისეთი მტაცებელი მწერების მოშენება, რომლებიც იკვებებიან ნათესების გამანადგურებელი მწერებით. გადაწყვეტილებები ასახავს მეთოდებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს სრულიად ეკოსისტემისთვის და არა ინდივიდუალური ორგანიზმებისა თუ პოპულაციებისათვის. მაგალითად, ნემატოდების გამოყენება ტოქსიკური პესტიციდების ნაცვლად, ლოქორების მოსაშორებლად, გვეხმარება იმაში, რომ ავირიდოთ არა მხოლოდ იმ ცხოველების მოწამვლა, რომლებიც ჭამენ ლოქორებს, არამედ ასევე წყლის დაბინძურება, რაც წარმოშობს წყალმომმარაგებელი კომპანიებისათვის დამატებით ხარჯებს.