ბუნებრივი რესურსების მართვა

ინუიტის ტრადიციულმა ცოდნამ ხელი შეუწყო ფრანკლინის არქტიკის ექსპედიციის საიდუმლოს ამოხსნას © WikiCommons
ინუიტის ტრადიციულმა ცოდნამ ხელი შეუწყო ფრანკლინის არქტიკის ექსპედიციის საიდუმლოს ამოხსნას © WikiCommons

მმართველობა არის ის, თუ როგორ მართავს საზოგადოება თავის საქმეებს. ეს არ არის მხოლოდ ე.წ. ზემოდან ქვევით მმართველობა. დიქტატურის გამოკლებით, მმართველობას ჭირდება საყოველთაო შეთანხმება გაჯერებული ცოდნით, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებაზე და/ან გამოცდილებაზე. „ტრადიციული ცოდნა“ ვითარდება ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, რომელიც პრაქტიკულ მმართველობად გადაიქცევა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საუკუნეების განმალობაში მართავენ მიწებს ადგილობრივი მოტივაციისადმი თანაგრძნობით. ამ ყოვლისმომცველი ცოდნის რეპლიკაცია ძნელია და, შესაბამისად, ღირებული რესურსია. „თანამედროვე მეცნიერებას“, რომელიც ადარებს დაკვირვებებს რეგიონებში და ატარებს ექსპერიმენტებს შეუძლია სწრაფად მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ცვლილებების დროს. ადაპტაციურ მენეჯმენტს შეუძლია დახმარება გაუწიოს გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იმის შესახებ თუ რა მუშაობს და რა არა.

ზღვის ფრინველები საფრთხეში ხდებიან დაბინძურების, კლიმატის ცვლილების და ჭარბი თევზაობის შედეგად  © Marina Rosales Benites de Franco
ზღვის ფრინველები საფრთხეში ხდებიან დაბინძურების, კლიმატის ცვლილების და ჭარბი თევზაობის შედეგად © Marina Rosales Benites de Franco

IUCN გააჩნია მსოფლიოში მიღებული პროცესი სახეობათა სტატუსის განსაზღვრისთვის, რომელიც ეფუძვნება პოპულაციის ზომებსა და მათი კლების თემპებს. თუ არ არსებობს კლების მუდმივი მტკიცებულება, რომელიც ემყარება სანდო მონაცემებს, ეს სახეობები წარმოადგენენ ყველაზე მცირე საზრუნავს. ხოლო სახეობები, რომელთა ზრდასრული პოპულაცია სწრაფად ნახევრდება თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით (როგორც წესი, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩიტებისთვის) მიეკუთვნებიან „გადაშენების პირას მყოფ“ სახეობებს. თუ შესაძლებელი გახდა იმ მეთოდების პოვნა, რომლებიც შეამცირებენ უკუგანვითარების მიზეზებს, მაშინ ყველაზე დიდი ზომის სახეობათა პოპულაციებსაც კი შეეძლებათ ისევ საკმაოდ სწრაფად გაორმაგება და კიდევ უფრო გაზრდა. მთავრობების მიერ ნაპოვნია ორი მეთოდი სახეობათა პოპულაციების შემცირების საწინააღმდეგოდ: დასჯა და დაჯილდოვება.

დაცვა და დასჯა

ადრეულ დნმ-ის ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო სისხლი, ახლა კი საჭიროა მხოლოდ პატარა ნიმუშები © Anatrack Ltd
ადრეულ დნმ-ის ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო სისხლი, ახლა კი საჭიროა მხოლოდ პატარა ნიმუშები © Anatrack Ltd

IUCN-ს აქვს დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიები - მიწები, სადაც ადამიანთა აქტივობების უმეტესობა დაშვებულია და ადგილები, სადაც შესვლა შეზღუდულია. ასევე განსხვავებულია სახეობათა დაცვის ხარისხი, რომელიც გამოიყენება გამრავლების პერიოდში მკვლელობის სრული აკრძალვით, გამონაკლისის გარეშე. „ცხოველების უფლებათა“ დამცველები მიისწრაფვიან აიკრძალოს ცხოველთა ნებისმიერი დატყვევება. დაცვის კანონები წარმატებულია თუ მათ გააჩნიათ საზოგადოების მხარდაჭერა, ხოლო დარღვევები ადვილი აღმოსაჩენია, მაგალითად დნმ-ის ექსპერტიზით. დაცვა ნაკლებად ეფექტურია, თუ სახეობები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ადგილობრივ თემებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დარღვევები ადვილად იმალება. დრაკონული აკრძალვები და სასჯელი, რომელიც არ აჩერებს დამნაშავეებს, იმის გამო, რომ დანაშაულის გამოვლენის რისკი დაბალია, იწვევს ადგილობრივი თემების გაუცხოვებას.

ჯილდოები და აღდგენა

FairWild-ს ინიციატივის მიერ ველური მცენარეების ცერტიფიცირება 
© Traditional Medicinals Inc
FairWild-ს ინიციატივის მიერ ველური მცენარეების ცერტიფიცირება © Traditional Medicinals Inc

იქ, სადაც ცხოველები ქმნიან პრობლემებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან მენეჯერთა გარკვეულ ჯგუფს აქვს მუდმივი მხარდაჭერა. ეკოსისტემების მხარდაჭერა და აღდგენა მოითხოვს ადგილობრივ დონეზე გარკვეულ ძალისხმევას, ხოლო შეზღუდვებით კი შესაძლოა მოხდეს მათი შეკავება. თუმცაღა, თუკი ველური ჯიშები უფრო მეტად ღირებულია და შესაძლებელია მათი გამოყენება მუდმივად „მოთხოვნების დაკმაყოფილებისაათვის როგორც ახლანდელ, ასევე მომავალ თაობებში,“ ისინი შენარჩუნდება თემების მიერ, იმ შემთხვევაში თუკი მხოლოდ შემოღობვა და სოფლის მეურნეობა არ მოიტანს მოგებას და არ დაფარავს გაწეულ ხარჯებს. უფრო მეტად მოქმედებს ანაზღაურება, ვიდრე იძულება იმ შემთხვევაში, როდესაც ვინარჩუნებთ მეტად პრობლემატურ ჯიშებს. ხორცის მიღება და ფასეული სანადირო უფლებების გაყიდვა შეიძლება იყოს სერიოზული ანაზღაურების საგანი, როგორც ველური ბუნების მოვლა, სადაც ტურიზმი შესაძლოა იყოს ადგილობრივი ღირებულების მომცემი, ეკოსისტემებისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. რაც შეეხება შენარჩუნებისათვის დაწესებულ სხვა ჯილდოს - ეს არის სახელმწიფო გადასახადი ხელმძღვანელობაში და პრიზები გამოცდილების გადაცემისათვის. ასევე კარგი იქნება, თუკი გამოვიყენებთ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებსაც თან ახლავს ის სერთიფიკატები, რითიც დასტურდება მათი რაციონალური გამოყენება. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციაში - რაც წარმოადგენს ყველაზე უახლეს და მსხვილ საერთაშორისო შეთანხმებას ბუნების დაცვის ნაწილში - ნახსენებია მდგრადი გამოყენება ხუთჯერ უფრო მეტად, ვიდრე დაცვა.

ადაპტაციური მმართველობა

კარგი მმართველობის პირობებში ცვლილებებს შესაბამისად ეგუებიან გარემო პირობების გათვალისწინებით. მაგალითად, მუდმივად გამოყენებადი ჭარბი რაოდენობით წარმოდგენილი სახეობწბი შესაძლოა გახდეს ძალიან იშვიათი და საჭიროებდეს შესაბამის დავას, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ მისი სიჭარბე აღდგება, ამდენად იმ სარგებლის მიღება, რაც მიიღება მუდმივი გამოყენების შედეგად შესაძლებელია გახდეს მოტივაცია იმისა, რომ კვლავაც მოხდეს მისი ეკოსისტემების შენარჩუნება. ნებისმიერ ადგილას ხალხს შეუძლია აღარ მიმართოს განახლებული გამოყენების მეთოდს, თუკი სახეობები წარმოდგენილი იქნება როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი და ხეშეუხებელი ელემენტი დაცვისა თუ ტურიზმის ასპექტში, ან მატერიალური შემოსავლის მიღება ხორციელდება მოთხოვნების დაკმაყოფილებით ცხოველების მოშინაურების გზით. შესაძლოა იყოს მოთხოვნები აკრძალვებთან და დეტალურ მონიტორინგთან დაკავშირებით, რაც ადგილობრივმა ხალხმა შესაძლოა ვერც კი დააკმაყოფილოს რაიმე მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად ამისა, ისინი ვინც ძალიან უფრთხილდება და უვლის მიწას, სადაც ცხოვრობენ, როგორც წესი მათ მეტი პრაქტიკული შესაძლებლობა აქვთ შეინარჩუნონ „თავიანთი“ ბუნება, თუკი ამას განახორციელებენ დიდი სიფრთხილით, უფრო მეტად ვიდრე მათ, ვისაც სურს დაიცვას სხვა ხალხის ველური ბუნება. კარგი მმართველობის პირობებში პროცესში წარმოიშობა რეგულაციები, რითიც შესაძლებელი ხდება შენარჩუნება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით და ადგილობრივ ხალხს შეეძლება მიიღოს სარგებელი ისევ მუდმივად. ევროპის საბჭომ მიიღო გარკვეული წესდებები, სადაც ეს საფუძვლებია დარეგულირებული; გადამფრენი სახეობების შენარჩუნების შესახებ კონვენცია მიზნად ისახავს რომ მიასადაგოს ხსენებული პრინციპები Raptors MoU-ს პროგრამაში.