ბუნების სიმდიდრეების ცვლილებასთან ადაპტირებაში დახმარება

"ეკოსისტემის მიდგომა"

მონადირეებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ასობით  ჭაობიანი ტერიტორია აღადგინეს © Ducks Unlimited დახმარებით
მონადირეებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ასობით ჭაობიანი ტერიტორია აღადგინეს © Ducks Unlimited დახმარებით

ეკოსისტემის მიდგომა გულისხმობს, რომ ცვლილება ეკოსისტემებსა და მათ სახეობებში გარდაუვალია ბუნებრივი პროცესების გამო, რომლებიც შესაძლებელია იყოს სწრაფი ან ნელი. მაგალითად, არაღრმა ტბები ივსება მთებიდან წარმოქმნილი ნალექებით. ადამიანები შეგნებულად ცვლიან ეკოსისტემებს, მაგალითად ტყეს აქცევენ ფერმერულ მიწებად და ინტენსიური გამოყენების შედეგად ისინი ძალაუნებურად დეგრადირდებიან ან გადაიქცევიან უდაბნო სივრცეებად. ზოგჯერ ადამიანის ზემოქმედება უნებურად აჩქარებს ბუნებრივ ცვლილებებს, მაგალითად კლიმატის ცვლილება. ზოგჯერ ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე შესაძლოა შედარებით ადვილად შემცირდეს, თუ ისინი, ვინც ამ ეკოსისტემების პროდუქტებს იყენებენ სათანადო ზომებს მიიღებენ. მაგალითად, მეთევზეები აწყობენ „თევზის საფეხურებს“ კაშხლებში, ხოლო ბატებზე მონადირეები აღადგენენ ჭაობებს. ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია, თუ ცენტრალური ცოდნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი უნარების განვითარებას და ამასთანავე არსებობს საკმარისი სახსრები ადგილობრივი თემების ძალისხმევის გასაზრდელად, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებით.

ველური სახეობების ცვლილების მიმართ ადაპტაციის უნარი

სოფლის მერცხალის გამრავლების არეალი ჩრდილოეთისკენ იზრდება © Gallinago_media/Shutterstock
სოფლის მერცხალის გამრავლების არეალი ჩრდილოეთისკენ იზრდება © Gallinago_media/Shutterstock

ეკოსისტემების შეცვლის სიჩქარე გამოისახება მათი შემადგენელი სახეობებით. ტროპიკებს ფარგლებს გარეთ, ყოველწლიურად ტემპერატურის ზრდის გამო, უფრო ადრე იწყება ყვავილობა და მწერების გამოჩენა. ტროპიკებში ნალექების ცვლილება გავლენას ახდენს მცენარეულობაზე. ორივე ეს ტენდენცია შეიძლება შეინიშნებოდეს ფრინველთა გადაფრენის დროსა და განსახლებაში, რომელთაგან ნაწილი გამრავლებისთვის სტაბილურად მიემართება ჩრდილოეთისკენ. ნაკლებად მოძრავი სახეობები ზოგჯერ კარგად ეგუებიან ახალ ტერიტორიებს, მაგრამ სწრაფად ვერ იშლებიან იქ, განსაკუთრებით თუ ეს ტერიტორიები შემოსაზღვრულია სანაპიროებით ან იზოლირებულია მთებში. ყოველი ორგანიზმი იკვებება და ამავდროულად, თვითონაც არის საკვები, ასე რომ, ერთი სახეობის ადგილობრივი გადაშენება გავლენას ახდენს სხვებზე სხვა ეკოსისტემებში. ყველამ უნდა გააცნობიეროს მათ პლანეტაზე მომხდარი ყველაზე აშკარა ცვლილებები და რას ნიშნავს ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის. არის თქვენი სკოლა ან სამუშაო ადგილი ასეთი ინფორმაციის ცენტრი?

ადამიანის დახმარებით ადაპტაცია

კოლუმბიის ტყეზე ადაპტირებული
კოლუმბიის ტყეზე ადაპტირებული "Sweet Cows" © April DeBord/Shutterstock

ქალაქში მაცხოვრებელთა ყოფაც კი დამოკიდებულია საკვების, წყლისა და ჰაერის ეკოსისტემაზე, ამდენად ცვლილებები ყველა ჩვენთაგანზე ახდენს ზემოქმედებას. მინდორში მომუშავე ფერმერებისათვის აუცილებელია ამინდის პროგნოზის წინასწარ ცოდნა, რათა შეძლონ და განსაზღვრონ ყოველწიურად საკვები მარცვლეულის მოყვანა. უფრო მეტი ალტერნატივაა იქ, თუ როგორ იზრდება ბალახი მსხვილფეხა საქონლისათვის, ნამიან მდელოებსა თუ გვალვიან გორაკებზე. თუმცაღა, ხანგრძლივი გვალვა წარმოადგენს პრობლემას როგორც მარცვლეული კულტურების, ასევე მსხვილფეხა საქონლისათვის, და ხანძრის გაჩენისგან ტყეების შენარჩუნებისათვის ხე-ტყის მასალის განვითარების მრავალწლიან პერიოდში. საბედნიეროდ, სატყეო მეურნეობას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებაში, ასევე ხანშირბადის შეკავებაში, ხოლო ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც იყენებს მცირე რაოდენობით ხორცს, რაც მოდის ფერმებიდან, შეამცირებს სასათბურე აირების გამოყოფას მსხვილფეხა საქონლისგან. თუმცაღა, საკვებში ხორცის გამოყენება შეიძლება იყოს ნიადაგისა და იმ ადგილობრივი გარემოს უფრო მეტად რაციონალური გამოყენება, რომელიც უვარგისია სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანისათვის. ველური ჯიშების მოსავლიანობა შესაძლოა ასევე იყოს უფრო მეტად ეკონომიურიც კი, ვიდრე ისეთ მიწებზე პირუტყვის გამოკვება, როგორც აფრიკის რეგიონის მიწებია, სადაც დიდია საქონლის დაავადების რისკი, სხვა რეგიონებში ანალოგიური პოტენციალის მქონე ტერიტორიების პარალელურად. ასეთ მიწებზე უფრო მდიდარმა ბუნებამ შესაძლოა აამაღლოს კლიმატის ცვლილების ასპექტში საარსებო სახსრების მდგრადობა. ასეთი ტერიტორიების მართვისათვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ტრადიციული ცოდნა, რაც ხშირად იკარგება იმის გამო, რომ მიწა იქნა მოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის ტექნიკასთან საუკეთესო შესაბამისობის მიზნით.