ველური ბუნება და ადამიანის ჯანმრთელობა

COVID-19 ვირუსის ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულება © Shutterstock/Midnight Movement
COVID-19 ვირუსის ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულება © Shutterstock/Midnight Movement

ველური სამყარო ხელს უწყობს სურსათის უსაფრთხოებას და მრავალი ადგილობრივი თემების საარსებო წყაროს შექმნას. თუმცა აუცილებელია რომ ველური ხორცის ჭამა იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ასევე მდგრადად მოპოვებული, რათა ცხოველთა პოპულაციებს ზიანი არ მივაყენოთ. COVID-19, ებოლას მსგავსად, გამოწვეულია ვირუსით, რომელმაც ადამიანებამდე სხვა ცხოველებისგან მიაღწია. COVID-19, სავარაუდოდ, ღამურებში წარმოიშვა და შესაძლოა ადამიანამდე სხვა ველური ძუძუმწოვრები დააინფიცირა. ჩვენი ევოლუციის განმავლობაში ვირუსები და ბაქტერიები სხვა სახეობებიდან ხშირად ხვდებოდნენ ადამიანებში. ევოლუციის დროს, ზოგჯერ ამას სარგებელი მოჰქონდა. ამრიგად, ჩვენი უჯრედების ნაწილები თავდაპირველად ბაქტერიებზე იყვნენ დამოუკიდებულნი. თუმცა, ადაპტაციის პროცესი შეიძლება იყოს ნელი და სახიფათო.

60-70 წელს გადაცილებულ ადამიანებში სიკვდიალიანობის რისკი, გამოწვეული COVID-19-ით ყველაზე მაღალია. სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვნად "დასტრესა" სამედიცინო მომსახურების სფერო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში და ახლა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც იგივე "დასტრესვის" პროცესი იწყება. რა თქმა უნდა აღნიშნული გავლენას მოახდენს კონსერვაციაზეც. ერთ-ერთი შედეგი იქნება საარსებო წყაროების ფართო დაზიანება, როდესაც ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ უფრო მეტი რესურსის გამოყენებით. თუმცა, ის გარემოება, რომ ადამიანებმა ისწავლეს სახლიდან მუშაობა და მათი გადაადგილების აუცილებლობაც შემცირდა, საკმაოდ დადებითად აისახება კლიმატურ მდგომარეობაზე, რადგან აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საწვავის მოპოვება და მოხმარება.

 

გრძელვადიანი გადაწყვეტილებები

პრიმატის სახეობები საყურებლად სასიამუვნოა, საჭმელად კი საშიში  © Shutterstock/Julian Popov
პრიმატის სახეობები საყურებლად სასიამუვნოა, საჭმელად კი საშიში © Shutterstock/Julian Popov

არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას როგორც მომავლისთვის, ასევე დაუყოვნებლივ. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ ავაცილოთ ზიანი საკუთარ თავსა და გარემოს. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ COVID-19 არის იმის მიზეზი და გაფრთხილება, რომ ადამიანმა არ ჭამოს სხვა ცხოველები, ან სხვაგვარად ასოცირდებოდეს მათთან. თუმცა ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში ეგუებოდნენ ვირუსებსა და გარეულ თუ შინაურ ცხოველთა ბაქტერიებს. ჩვენი სხეული შეიცავს ბევრ მიკროორგანიზმს, ძირითადად რომლებიც ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენ გვინდა ეს თუ არა მუდამ ვუკავშირდებით ცხოველებსა და გერემოს, იქნება ეს მიწა რომელზეც ბაცშვები თამაშობენ თუ ჩიტები ან სხვა ცხოველები რომლებიც ჩვენს სახლებს სტუმრობენ. ასე რომ, აუცილებელია ველური ბუნების ნებისმიერი საკვები იყოს ჯანსაღი და მდგრადად მართული.

ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი სიფრთილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს მონათესავე სახეობებს. ვინაიდან ეპიდემიური დაავადება არ წარმოიქმნება ცივ-სისხლიანი ცხოველებისგან, ჩვენი რისკი შედარებით მაღალია იმ დაავადებების მიმართ რომლებსაც ატარებენ პრიმატები და ღამურები. როგორც ჩანს, გონივრული არ არის პრიმატების ჭამა და აუცილებელია ღამურებთან და მათ ექსკრემენტებთან კონტაქტის შემცირება. ასევე არაჰუმანურია ველური ძუძუმწოვრების სურსათის ბაზრებზე ცოცხლად მოყვანა და გაჩერება. ჩნდება კითხვა, უნდა აიკრძალოს თუ არა კონტაქტი ცხოველის იმ სახეობებთან რომლებზეც უკვე ადაპტირებულნი ვართ, და არ წარმოადგენენ ჩვენთვის დაავადების საშიშროებას? არა. ეს სისულელე იქნება, განსაკუთრებით იმის გამო რომ, ველური რესურსების რეგულირებული და მდგრადი გამოყენება ხალხს მოუწოდებს იცხოვრონ ამ სახეობებთან და შეინარჩუნონ მათი ეკოსისტემები. უფრო მეტიც, ეს ის დროა, როდესაც ეკონომიკისთვის ზიანი მიყენდება, ზრდის ზეწოლას ისეთ განვითარებაზე რომელიც აზიანებს გარემოს. ჩვენს ბუნებას სჭირდება მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებიც აფასებენ ჯანსაღი ეკოსისტემების პროდუქტებს.

 

დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებები

Covid-19-ს არ უყვარს საპონი © Shutterstock/Red Confidential
Covid-19-ს არ უყვარს საპონი © Shutterstock/Red Confidential

მთავარია ვირუსი არ გავრცელდეს სხვა ადამიანების ინფიცირებით. COVID-19 ბიოლოგიის მიხედვით, თუ ვირუსი ვერ გავრცელდება ადამიანებს შორის ტენიან ზედაპირზე ან წყლის წვეთების საშუალებით, ის ადგილობრივად ქრება. ასე რომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა:

• დაიცვას დისტანცია რათა შეამცირონ ვირუსთან კონტაქტი

• თავი შეიკავოს მოგზაურობისგან და ჯგუფებში თავყრილობას რაც თავისთავად ზრდის ამ ორივე რისკს

ატარეთ ნიღაბი, როდესაც გარშემორტყმული ხართ მრავალი ხალხით დახურულ გარემოში ან ხალხმრავლობაში

• დაიბანოს ხელები და დეზინფექცია გაუკეთოს ზედაპირებს რათა მოხდეს ვისურის გავრცელების თავიდან აცილება